იტალიანო: „საეჭვო პენალტმა და გაშვებულმა გოლმა განაჩენი გამოგვიტანა“

0
55

„ფიორენტინას“ მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო იტალიანომ კონფერენს ლიგის ფინალში ლონდონის „ვესტ ჰემთან“ მარცხის (1:2) მიუხედავად, თავისი ფეხბურთელები შეაქო და აღნიშნა, რომ მსაჯმა ფლორენციელთა კარში საეჭვო პენალტი დანიშნა.
„ჩვენ ორი ფინალი წავაგეთ, რომლებშიც ძალიან კარგად ვითამაშეთ. ეს საწყენია. არ ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა. ჩვენ ვითამაშეთ და გოლის გატანის შანსი გვქონდა. პენალტს ჩვენი „მოკვლა“ შეეძლო, მაგრამ ამის ნაცვლად კარგი რეაგირება მოვახდინეთ. შემდეგ, სამწუხაროდ თამაში დამატებით დროში ვერ გადავიყვანეთ, რაც გულდასაწყვეტია. მე დავინახე, რომ ბიჭები ნამდვილად „დაინგრნენ“.
ისეთი შემადგენლობა დავაყენეთ, რომელიც ბალანსს უზრუნველყოფდა. მეტოქეს გოლის გატანის ძალიან მცირე შანსი მივეცით. ჟინით ვთამაშობდით, მაგრამ შეცდომები დავუშვით, რომელთა თავიდან არიდება შეგვეძლო – საეჭვო პენალტმა და გაშვებულმა გოლმა განაჩენი გამოგვიტანა. ამის მიუხედავად როგორც ნამდვილმა გუნდმა ისე ვითამაშეთ“ – ციტირებს იტალიური მედია ფლორენციელთა თავკაცს, რომლის ხელმძღვანელობით გუნდი იტალიის თასის ფინალში წაგების შემდეგ, კონფერენს ლიგაშიც დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი