მესი: „ბარსაში“ არ დავბრუნდები, „ინტერ მაიამიში“ გადავდივარ“

0
55

ლიონელ მესის განცხადებით, კარიერას MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს, რომლიც მფლობელი დევიდ ბექჰემია. ეს ინფორმაცია ამერიკულმა კლუბმაც თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა.
„ბარსაში“ არ დავბრუნდები, რადგან „ინტერ მაიამიში“ გადავდივარ. საკითხი 100 პროცენტით დახურული არაა, მაგრამ რამდენიმე დეტალია დასაზუსტებელი. „ბარსელონაში“ დასაბრუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ასპექტი იყო თუ არა? გულწრფელად გეტყვითმ რომ ფული როგორც ასეთი პრობლემა არ ყოფილა. კლუბის ხელმძღვანელებთან კონტრაქტზეც კი არ მისაუბრია.
კლუბმა წინადადებით მომმართა, რომელიც არც ოფიციალური იყო, არც წერილობით და არც კიდევ სხვაგვარი.
„ბარსელონას“ ჩემი მიწვევა სურდა, მაგრამ ეს საკითხი ადმინისტრაციული ნიუანსების გამო ადგილიდან არ იძვროდა. ასეთ დროს ფულზე საუბარს რა აზრო აქვს?
ფინანსურ ასპექტი რომ მაღელვებდეს, საუდის არაბეთში ან კიდევ სადღაც წავიდოდი. ბევრი ფულს მივიღებდი, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჩემს გადაწყვეტილებას ამ ასპექტზე არ ვაფუძნებ“ – იუწყება ესპანური მედია არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის ნათქვამს.
მესი „ინტერ მაიამისთან“ 3-წლიანი კონტრაქტს გააფორმებს, რომლის თანახმად მას ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში კლუბიდან წასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია.
ლაშა თაბაგარი