„ვესტ ჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა კონფერენს ლიგის ფინალში გამარჯვებას მისი კარიერის საუკეთესო მომენტი უწოდა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფლორენციის „ფიორენტინასთან“ 2:1 მოგების შემდეგ განაცხადა.
„მინდა ვაღიარო, რომ ჩემი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ეს საუკეთესო მომენტია. ასეთი მომენტები, რომელთა აღნიშვნა ოჯახთან ერთადაა შესაძლებელი, მით უმეტეს ბოლო წუთზე გამარჯვების შემდეგ, ხშირი არაა. პირიქითაც ხდება ხოლმე, მაგრად დღეს საუცხოო განწყობა მაქვს.
სამი წლის წინ, როდესაც „ვესტ ჰემში“ მუშაობას დავთანხმდი, ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა ლიგიდან გავარდნას გადავრჩებით და ევროთასს მოვიგებთო, ამ ადამიანს გიჟად შევრაცხავდი.
ძალიან კარგი კლუბი გვაქვს, რომელიც ლონდონის აღმოსავლეთში საზოგადოებასთან საუცხოოდ მუშაობს. ეს საუცხოო ოჯახური კლუბია. ის უფრო დიდი და ძლიერი ხდება. პროგრესის გზაზე მორიგი ნაბიჯი გადავგდით.
დაუჯერებელია, მაგრამ მთელი ტურნირი წაგების გარეშე გავიარეთ. გასულ წელს მხოლოდ ნახევარფინალში დავმარცხდით. ჩვენ ორი მშვენიერი წელიწადი გვქონდა, რომელსაც კიდევ ერთი დაემატა“ – იუწყება ინგლისური მედია მოიესის ნათქვამს.
ლაშა თაბაგარი



