ფრანკ დე ბური „ალ ჯაზირას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშნეს.
53 წლის ნიდერლანდელმა სპეციალისტმა არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 1 ივლისიდან შევა.
ბოლოს დე ბური ნიდერლანდების ნაკრებს ავარჯიშებდა და პოსტიდან ევრო 2020-ის 1/8-ფინალში ჩეხეთთან 0:2 მარცხის მერე დაითხოვეს.
ასევე, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ამსტერდამის „აიაქსს“, მილანის „ინტერს“, ლონდონის „კრისტალ პალასს“ და „ატლანტა იუნაიტედს“ წვრთნიდა. მან ყველაზე წარმატებით „აიაქსში“ იმუშავა, რომელსაც ნიდერლანდების ჩემპიონატი 4-ჯერ მოაგებინა.



