მარკო ასენსიო კარიერას „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელებს, იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ესპანელმა შემტევმა ნახევარმცველმა ფრანგულ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. მან მადრიდის „რეალი“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
ასენსიო „რეალში“ 2016 წელს „ესპანიოლიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 286 მატჩში 61 გოლი გაიტანა.
მან მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი 3-ჯერ, ესპანეთის თასი ერთხელ, ესპანეთის სუპერთასი ორჯერ, ჩემპიონთა ლიგა სამჯერ, ევროპის სუპერთასი სამჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ოთხჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი



