„ტოტენჰემის“ ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

0
24

ლონდონის „ტოტენჰემს“ ანგე პოსტეკოღულ გაწვრთნის, ამტკიცებს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
57 წლის ბერძენი სპეციალისტი აწ დასრულებულ სეზონში გლაზგოს „სელტიკს“ ავარჯიშებდა, რომელსა შოტლანდიის ჩემპიონატი, თასი და ლიგის თასი მოაგებინა.
პოსტეკოღლუმ „ტოტენჰემთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. უახლოეს ხანში უნდა გაფორმდეს დოკუმენტი, რომლის თანახმად გლაზგოელები ბერძენი სპეციალისტის სანაცვლოდ ლონდონელებისგან კომპენსაციას მიიღებენ.
„ტოტენჰემი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე მმიმდინარე წლის არტში დარჩა, როდესაც თანამდებობა იტალიელ ანტონიო კონტეს დაატოვებინეს. „დეზებს“ სეზონი კრისტიან სტელინმა დაასრულებინა, რომელსაც რაიან მერსონი ეხმარებოდა.