ლობჟანიძემ სეზონი გოლით დაასრულა

0
62

საბა ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგაში სეზონი გოლით დაასრულა. დასკვნით 38-ე ტურში „ქარაგიუმრუქმა“ თავის მოედანზე „ქასიმფაშა“ 3:2 დაამარცხა და მე-14 წუთზე ანგარიში საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა გახსნა. ის მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და ცრუ მოძრაობით ერთი მცველი ჩამოიცილა, რის შემდეგ მეკარისგან შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. მან შეუცვლელად ითამაშა.
ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონი „ჰათაისფორში“ დაიწყო, სადაც 21 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჰათაის პროვინცია ძალიან დაზარალდა და „ჰათაისფორმაც“ ჩემპიონატში დროებით გამოსვლა შეწყვიტა. ამის გამო 28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა „ქარაგიუმრუქს“ მიაშურა, რომლის შემადგენლობაში 10-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო. მან განვლილ სეზონში 6 საგოლე პასი გააკეთა.
“ქარაგიუმრუქი” 51 ქულით 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა.
ლაშა თაბაგარი