ყაზაიშვილის მორიგი გოლი სამხრეთ კორეაში

0
17

ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში კიდევ ერთი გოლი გაიტანა.
მე-17 ტურში „ულსანი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „სუვონს“ შეხვდა და 3:1 აჯობა. ყაზაიშვილი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე საბოლოო წერტილი დასვა, როდესაც მარჯვენიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ერთი მცველი ჩამოიცილა და „ცაციათი“ შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. მან მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო.
მოქმედი ჩემპიონი „ულსანი“ 41 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი