დანი ოლმომ „ლაიფციგთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, იუწყება გერმანული კლუბის პრესსამსახური.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ლაიფციგელებთან ხელშეკრულბა 2-27 წლამდე გაახანგრძლივა. ის გუნდში 2020 წლიდან ირიცხება და ყველა ტურნირში ჩატარებულ 121 მატჩში 21 გოლი გაიტანა.
25 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში „ლაიფციგში“ 30-ჯერ ითამაშა – 5 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.





