ფილ ნევილი „ინტერ მაიამის“ დაშორდა

0
55

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ფილ ნევილმა „ინტერ მაიამის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ Miami Herald-ი იუწყება, რომელსაც ეს ინფორმაცია კლუბში რამდენიმე წყარომ დაუდასტურა.
„ინტერ მაიამის“ ფლობელი დევიდ ბექჰემია, რომელსაც ფილ ნევილთა ერთად როგორც ნაკრებში, ასევე „მანჩესტერ იუნაიტედში“ არაერთი სეზონი გაუტარებია. მან თავისი ყოფილი გუნდელი მაიამელთა თავკაცად 2021 წლის იანვარში მიიწვია. მანამდე, ნევილი ინგლისის ქალთა ეროვნულ გუნდს წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით „ინტერ მაიამიმ“ 90 მატჩი ჩაატარა – 36 მოიგო, 11 ფრედ დაასრულა და 43 წააგო.