სემ ელერდაისმა „ლიდსის“ პრემიერლიგიდან გავარდნის შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
ლიდსელთა პრესსამსახურის იუწყება, რომ ინგლისელი სპეციალისტი და კლუბის ხელმძღცანელები ერთმანეთს შეთანხმების საფუძველზე დაშორდნენ.
68 წლის ელერდაისი „ლიდსს“ სათავეში 3 მაისს ჩაუდგა და მისი თავკაცობით გუნდმა 4 მატჩი ჩაატარა – „მანჩესტერ სიტისთან“, „ვესტ ჰემთან“ და „ტოტენჰემთან“ დამარცხდა, ხოლო „ნიუკასლთან“ ფრე ითამაშა.
იმ შემთხვევაში თუ „ლიდსი“ პრემიერლიგაში ადგილს შეინარჩუნებდა, ელერდაისი ბონუსად 3 მილიონ ევროს მიიღებდა.





