„სამგურალი“ შეუჩერებელია – ნიქაბაძის ბენეფისი „ტორპედოსთან“

0
51

წყალტუბოს „სამგურალმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო. ამ გუნდს არსებობი ისტორიაში ქართული ფეხბურთის ისტორიაში არასოდეს ჰქონია. გიორგი ჭელიძის გაწვრთნილები კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში სამტრედიაში ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრნენ, რომელიც სათამაშოდ ისევ კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჟურნალიტმა ლაშა დვალიშვილმა გაიყვანა და უპრობლემოდ აჯობეს.
წვიმისგან ძალიან დამძიმებულ მოედანზ გამართული დაპირისპირება გიორგი ნიქაბაძის ბენეფისი აღმოჩნდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში თავისი პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. მან ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი ნიკა ხორხელისგან პასი მიიღო და ახლოა მანძილიდან ზუსტად დაარტყა – 0:1.
პირველი ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, ნიკა ხორხელმა მოედნის ცენტრში ჩაჭრა ბურთი და მასპინძლების საჯარიმოში მყოფ ნიქაბაძეს გადააწოდა, რომელმაც მარჯბენათი გაისწორა, ხოლო მარცხენათი „ცხრიანში“ გაგზაავნა – 0:2.
53-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილის პასის მერე, „ტორპედოს“ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ნიქაბაძემ მოწინააღმდეგის კარი მესამედ აიღო – 0:3.
„ტორპედოდან“ ერთადერთი გოლი გიორგი არაბიძემ მიითვალა, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს ხაზიდან ბურთი შორეულ კუთხეში გაგზავნა – 1:3.
გიორგი ჭელიძის დამოძღვრილმა „სამგურალმა“ დროებით ვიდრე დღეს თავის შეხვედრას ჩაატარებს, 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ხოლო „ტორპედო“ 20 ქულით მეექვსეა.

ლაშა თაბაგარი