იტალიის ჩემპიონის რანგში „ნაპოლიმ“ პირველი მატჩი წააგო. სერია A- 35-ე ტურში ნეაპოლელები „მონცასს“ ესტუმრნენ და თავის კარში 2 უპასუხო ბურთი მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წწლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა და მეორე ტაიმი ჩატარა.
„მონცამ“ ანგარიში მე-18 წუთზე მოტას ზუსტი დარტყმის შემდეგ გაიტანა, ხოლო 53-ე წუთზე პეტანიამ სტუმრების კარი მეორედ აიღო.
კვარაცხელია აქტიურობასს ცდილობდა, მაგრამ კრის ჩარჩოში ბურთი ერთხელ მოახვედრა, როდესაც მარცხნიდან ცენტრისკენ შეიწია, გზად ორ მეტოქეს გაცდა, მაგრამ ძლოერად ვერ დაარტყა.
„ნაპოლი“ მომდევნო ტურში მილანის „ინტერს“ უმასპინძლებს, რომელთან პირველ წრეში სტუმრად 0:1 დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი





