გუგეშაშვილი აზერბაიჯანში მეორედ გაჩემპიონდა

0
39

ლუკა გუგეშაშვილმა აზერბაიჯანის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეირედ მოიგო. აგდამის „ყარაბაღმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეკარე გამოდის, 34-ე ტურში სტუმრად „საბაილი“ 3:0 დააამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 9 ქულით ასწრებს დავით ვოლკოვის „საბაჰს“, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს.
გუგეშაშვილმა ბოლო პერიოდში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და არც „საბაილთან“ უთამაშია. ლუკამ მიმდინარე სეზონში შიდა პირველობაზე 20-ჯერ ითამაშა და 9 შემთხვევაში გოლი არ გაუშვა, ხოლო მისმა კონკურენტმა აზერბაიჯანის ნაკრების მეკარე შაჰრუდინ მაჰამადალიევმა 11-ჯერ ითამაშა.
24 წლის გუგეშაშვილი „ყარაბაღში“ შარშან გადავიდა და ჩემპიონის ოქროს მედლების გარდა, აზერბაიჯანის თასსაც დაეუფლა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „კარსლრუე“ სტუმრად სატურნირო ცხრილში უშუალო მეზობელ „ჰოლშტეინ კილს“ შეხვდა და 1:2 წააგო. საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე დამარცხებულთა სასტარტოში არ იყო და თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო. „კარლსრუე“ 42 ქულით 18 გუნდში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი