ინძაგი: „ოცნების რეალობად გადასაქცევად უდიდესი ძალისხმევა დაგვჭირდება“

0
57

„ინტერის“ მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში სტუმრად „მილანთან“ 2:0 გამარჯვების მიუხედავად, საპასუხო შეხვედრაში უდიდესი ძალისხმევა დასჭირდებათ, რომ ოცნება რეალობად აქციონ..
„ორზე მეტი გოლის გატან შეგვეძლოა, მაგრამ ამის მიუხედავად საუცხოო მატჩი ჩავატარეთ. ახლა საპასუხო შეხვედრა გველოდება ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ და კარგად ვიცით, რომ პირველ თამაშში დაფიქსირებული ანგარიშის მიუხედავად, უდიდესი ძალისხმევა დაგვჭირდება, რათა ოცნება რეალობად ვაქციოთ.
ჩვენი მოთამაშეები შეგნებულად მოქმედებდნენ და მოედნის თითოეულ სანტიმეტრს აკონტროლებდნენ, ხოლო შეცვლაზე შესულები დაგვეხმარნენ. მართალია, ახლა ბედნიერები ვართ, მაგრამ ვიცით, რომ კიდევ რაღაც არ გვყოფნის.
72 საათის შემდეგ „სასუოლოსთან“ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება. ამიტომ, ფიზიკურად და გონებრივად კარგად უნდა დავისვენოთ. ამ მატჩებს დიდი ენერგია მიაქვს და მოთამაშეების მდგომარეობის შეფასება მოგვიწევს.
ზოგიერმა ფეხბურთელმა მოედანი მცირე დაზიანებით დატოვა. ამის მიუხედავად, „სასუოლოსთან“ დაპირსპირებისთვის საუკეთესოდ მოვემზადებით“ – იუწყება ინძაგის ნათქვამს იტალიური მედია.