პსჟ-ს ხელმძღვანელებმა ლიონელ მესი გუნდს ორი კვირით ჩამოაშორეს და ამ ხნის განმავლობაში ხელფასსაც არ გადაუხდიან, იუწყება ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe.
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იმის გამო დასაჯეს, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურში „ლორიანთან“ 1:3 წაგების შემდეგ საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად თავისი მოვალეობა უნდა შეესრულებინა.
გუნდის მთავარი მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ და სპორტულმა დირექტორმა ლუიშ კამპუშმა ფეხბურთელი გააფრთხილეს, რომ საუდის არაბეთში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაემგზავრებოდა თუ პსჟ „ლორიანს“ დაამარცხებდა ან ფრეს ითამაშებდა. თუმცა, მესიმ ორშაბათს დანიშნული ვარჯიში მაინც გამოტოვა.
იმ ორი კვირის განმავლობაში, როდესაც არგენტინელი გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშებს, შესაბამისად ხელფასსაც ვერ მიიღებს.
L’Equipe-ის ინფორმაციით, პსჟ მესისთვის არ აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომელიც სეზონის ბოლოს უმთავრდება.
35 წლის არგენტინელმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირში 37 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





