ყაზაიშვილმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

0
62
울산문수축구경기장/ K리그1/ 울산현대축구단 vs 광주FC/ 울산 주민규, 바코/ 득점자 기념 사진/ 사진 김정수

ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში თავი ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა.
მე-10 ტურში „ულსანი“ „გვანჯოუს“ ხვდებოდა და 87-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ ყაზაიშვილმა საჯარიმოს გარედან დაარტყა, ხოლო მეკარის შეცდომის შემდეგ ბურთი კარში აღმოჩნდა – 1:1.
„ულსანმა“ გამარჯვების გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გაიტანა და 25 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა.
ყაზაიშვილმა ამ სეზონში „ულსანის“ შემადგენლობაში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში 9-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი