ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიაში პირველი ტიტული მოიგო. გრაცის „შტურმი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის ავსტრიის თასს დაეუფლა.
გრაცელები ფინალში ვენის „რაპიდს“ დაუპირისპირდნენ და 2:0 აჯობეს. კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა.
შეხვედრის გმირი „შტურმის“ ფორვარდი მანპრიტ ზარკარია გახდა, რომელმაც 65-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 84-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
გრაცელებმა არსებობის ისტორიაში თასი მეექვსედ მოიპოვეს. ამ სეზონში ვიდრე წარმატებას მიაღწევდნენ, მათ თასი ბოლოს 2017-2018 წლების სეზონში აღმართეს.
კიტეიშვილი მეორე ქართველი ფეხბურთელია გიორგი ქვილითაია შემდეგ, რომელმაც ავსტრიულ კარიერაში ტიტული მოიპოვა. ქვილითაიამ ეს 2016-2017 წლების სეზონში ვენის „რაპიდში“ თამაშის დროს მოახერხა.
2002 წელს ავსტრიის თასის ფინალში იმავე „შტურმის“ შემადგენლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ითამაშა. სხვადასხვა პერიოდში „შტურმში“ ასევე გამოდიოდნენ გიორგი შაშიაშვილი, ილი კანდელაკი, გიორგი ფოფხაძე, მაგრამ მათ წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.
ლაშა თაბაგარი




