აზაროვის სრული მატჩი „ცრვენა ზვეზდაში“ და საგოლე პასი

0
38

სერბეთში ნაადრევად გაჩემპიონებულმა „ცრვენა ზვეზდამ“ მორიგ ტურში „ჩუკარიჩკი“ მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა.
მასპინძლების წარმატებაში თავისი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა ირაკლი აზაროვმაც შეიტანა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.
ის ორი ტაიმის განმავლობაში აქტიური იყო და მე-19 წუთზე, როდესაც ბელგრადელები 1:0 იგებდნენ, საგოლე პასიც მიითვალა – მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შესული ერთ ფეხბურთელს გაცდა და თავზე ბურთი რაკონიაცს „დაასვა“, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა. აზაროვმა 39-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი ტაიმის 2:0 მოგების შემდეგ, „ცრვენა ზვეზდამ“ შესვენების შემდეგ სტუმრებს კიდევ 2 ბურთი გაუტანა და ქულათა მარაგი 89-მე გაზარდა.
ლაშა თაბაგარი