კუციას სადებიუტო გოლი ლატვიაში

0
60

გიორგი კუციამ ლატვიის ვირსლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. თამაზ პერტიას გაწვრთნილმა „ლიეპაიამ“, რომელშიც კუციასთან ერთად მეკარე ლუკა სანიკიძე გამოდის, მე-9 ტურში სტუმრად „სუპერ ნოვა“ 6:2 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 59-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 3;1 გახდა.
23 წლის კუციამ „ლიეპაში“ გადასვლამდე 6 სეზონი თბილისის „დინამოში“ ჩაატარა, ხოლო თითო სეზონი – გორის „დილაში“ და ჩრდილოეთ მაკედონიის „რაბოტნიჩკიში“. მან ლატვიის ჩემპიონატში 7-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო. „სუპერ ნოვასთან“ შეხვედრაში „ლიეპაიას“ განაცხადში სანიკიძე ვერ მოხვდა. „ლიეპაია“ 16 ქულით 10-გუნდიან ვირსლიგაში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი