ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში “ტენერიფემ”, რომლის ლიდერი გიორგი შერმადინია, სტუმრად “გრანადა” 82:73 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 26 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა, 9-დან 7 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 შეადგინა.
ასევე 18 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ ჰაიმე ფერნანდესს, „გრანადას“ ბომბარდირი კი 16 ქულით მამადუ ნიანგი გახდა. „ტენერიფეს“ 30 ტურის შემდეგ 22 მოგება აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე პოზიციაზეა.
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის „მურსიამ“ – შინ „ფუენლაბრადა“ 83:64 დაამარცხა. რატიმ 2 წუთი ითამაშა და 1 ქულა ჩააგდო. თადმა 18 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. „მურსია“ 13 ქულით მეათე ადგილზეა. პლეი ოფში 8 გუნდი გადის.




