ბორდალასი „ხეტაფეში“ დაბრუნდა

0
61

გასული სეზონის დასრულების შემდეგ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიადან“ დათხოვნილი ხოსე ბორდალასი უმუშავარი აღარაა.
59 წლის სპეციალისტი სათავეში ესპანეთის ლა ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ „ხეტაფეს“ ჩაუდგა. მისი კონტრაქტის პირობები არ გახმაურებულა, ის ხეტაფელებს „ვალენსიაში“ დანიშვნამდე 2016-2021 წლებში მუშაობდა.
„ხეტაფე“ 31 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-18 ადგილზეა.