მოსკოვის „დინამომ“, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი და ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე გამოდიან, ზედიზედ მეორე მატჩი წააგო.
რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში ამჯერად მოსკოველები თავის მოედანზე ვორონეჟის „ფაკელთან“ 0:2 დამარცხდა.
„დინამოს“ სასტარტო შემადგენლობაში არცერთი ქართველი მოხვდა – გაგნიძე თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო საზონოვს თადარიგში ყოფნა აკმარეს. ვორონეჟელებიდან ორივე გოლი გიორგი გონგაძემ გაიტანა, რომელმაც ანგარიში 49-ე წუთზე გახსნა, ხოლო მე-60 წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა. 27 წლის გონგაძე რუსეთშია დაბადებულ-გაზრდილი და კარიერაში პრემიერლიგაში პირველი დუბლი მიითვალა.
„დინამო“ 39 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





