გიორგი გოჩოლეიშვილმა დონეცკის „შახტარის“ სასტარტო შემადგენლობაში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ამჯერად თავიდან ბოლოდე თამაში არ დასცალდა.
უკრაინის პრემიერლიგის 23-ე ტურში დონეცკელები სტუმრად კოვალიევკას „კოლოსს“ შეხვდნენ და 3:1 აჯობეს,
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფლანგელმა მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა, რის შემდეგ შეცვალეს. „შახტარი“ შესვენებამდე 0:1 აგებდა, ხოლო მეორე ტაიმში მეტოქის კარში 3 უპასუხო ბურთი გაიტანა.
გოჩოლეიშვილმა უკრაინულ გრანდში გადასვლის მერე 8 შეხვედრა (7-ჯერ სასტარტოში) ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





