ქართული ტრიო სლოვაკეთში გალიდერდა

0
41

ბრატისლავას „სლოვანმა“, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, სლოვაკეთის ჩემპიონატში დიდი ხნის პაუზის შემდეგ ლიდერობა დაიბრუნა.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი თავის ყველაზე ერთ-ერთ პრინციპულ მეტოქე ტრნავას „სპარტაკს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე ჩავრიჩმა გაიტანა.
„სლოვანის“ ქართველი ლეგიონერებიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. მათ მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე დატოვა.
„სლოვანმა“ ჩემპიონატში ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო და 63 ქულით პირველ ადგილზეა, მაგრამ „დუნაისკა სტრედამ“, რომელსაც 61 ქულა აქვს, ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი