„რაიო ვალეკანო“ – „კერკეტი კაკალი“ „ბარსელონასთვის“

0
23

„რაიო ვალეკანო“ „ბარსელონასთვის“ ზალიან უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. კატალონიური გრანდი ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში მადრიდელებს სტუმრად შეხვდა და 1:2 დამარცხდა.
ანდონი ირაოლას გაწვრთნილი გუნდიდან მე-19 წუთზე ანგარიში ალვარო გარსიამ გახსნა, ხოლო 52-ე წუთზე ფრან გარსიამ „ბარსა“ კიდევ ერთხელ დაამწუხრა. ხავის შეგირდებიდან 83-ე წუთზე თავი რობერტ ლევანდოვსკიმ გამოიჩინა, რომელმაც ბოლო 5 მატჩში პირველი გოლი მიითვალა.
„რაიო ვალეკანომ“ ბოლო 4 თამაშიდან „ბარსელონას“ 3 მოუგო, ხოლო ერთი დაპირისპირება ფრედ დასრულდა.
კატალონიელებმა ბოლოს „რაიოს“ 2021 წლის 27 იანვარს ესპანეთის თასზე სძლიეს.
ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 5 შეხვედრიდან „ბარსამ“ 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 2 წააგო – ხავის გუნდმა მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.
მარცხის მიუხედავად „ბარსელონა“ 76 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატს დამაჯეერებლად ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ მადრიდის „რეალს“ 11 ქულით ასწრებს.