არტეტა: „უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, იმედგაცრუებული ვარ“

0
49

ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში სტუმრად „მანჩესტერ სიტისთან“ 1:4 წაგების შემდეგ არ დაუმალავს, რომ ძალიან გაწბილებულია.
„უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა. შესაძლოა, მეტოქე პირველ ტაიმში მოწოდების სიმაღლეზე იყო, ხოლო ჩვენ საკუთარი დონე ვერ ვაჩვენეთ.
რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა მოთამაშეები უნდა გავამხნევოთ, რადგან მათთვის ასეთი მარცხის გადატანა რთულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რასაც მანამდე ასე კარგად ვაკეთებდით და მოგება დავიწყოთ.
ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ვიცოდით, რომ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, რადგან აქ როდესაც ჩამოდიხარ მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყო. დღეს ჩვენ ამისგან შორს ვიყავით.
ჩვენ იმის ერთგული უნდა ვიყოთ, რითაც აქამდე მოვედით. სეზონის წინ სტატისტიკა ამბობდა, რომ ჩვენ მეექვსე ან მეშვიდე ადგილს დავიკავებდით, მაგრამ ვართ იქ სადაც ვართ.
წინ კიდევ 5 შეხვედრა გველოდება. ამ ქვეყანაში 22 წელიწადია ვცხოვრობ და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. „სიტი“ დიადი გუნდია, თუმცა ჩვენც ასეთი ვართ“- იუწყება ინგლისური მედია ესპანელი მწვრთნელის ნათქვამს.