შერმადინის წინამძღოლობით ტენერიფემ იოლი გამარჯვება მოიპოვა. კუნძულელები ბილბაოს ესტუმრნენ და 23 ქულის სხვაობით იმარჯვეს – 83:60.
წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა გიორგი შერმადინმა. მან მატჩი სათადარიგებიდან დაიწყო და 19 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა – 17 ქულა და 10 მოხსნა.
გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 12-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.
„ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა და ორი მოგებით ჩამორჩება მესამეადგილოსან „რეალს“.




