პეპ გვარდიოლასთვის მნიშვნელოვანია, რომ პრემიერლიგაში ჩემპიონობოსთვის ბრძოლის ბედი მისი ფეხბურთელების ხელშია. „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ 33-ე ტურში შინ ლონდონის „არსენალტან“ 4:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„მართლაც კარგი მატჩი ჩავატარეთ. ვულოცავ მოთამაშეებს და სამწვრთნელო შტაბს. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო და პირველიდან ბოლო წუთამდე კარგად ვითამაშეთ.
თუმცა, „არსენალი“ ჯერ კიდევ სატურნირო ცხრილის სათავეშია. რეალობაა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ორი ქულით ჩამორჩებით, ხოლო „არსენალი“ პირველია.
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მომდევნო სამი მატჩი ბევრ რამეს გადაწყვეტს. ჩემპიონშიპიდან დაბრუნებული „ფულემი“ საუცხოო სეზონს ატარებს. პლუს ჩვენ სახლში „ლიდსსა“ და „ვესტ ჰემს“ უნდა შევხვდეთ. გულშემატკივრების მხარდაჭერიდან გამომდინარე ჩვენს არენაზე თავს კომფორტულად ვგრძნობთ.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა. სეზონის ბოლოს რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული ეს დანარჩენს გადაწონის“ – იუწყება გვარდიოლას ნათქვამს „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალური ვებგვერდი.





