ტოტი: „კვარაცხელია ერთი-ერთზე სიტუაციაში უფრო ტექნიკურია“

0
23

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და „რომას“ ექსკაპიტანმა ფრანჩეკო ტოტიმ ერთმანეთს „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და „მილანის“ პორტუგალიელი მარცხენა ნახევარმცველი რაფაელ ლეაუ შეადარა.
„ლეაუ ფიზიკურად უფრო ძლიერია და ძალიან სწრაფია. კვარაცხელია ერთ-ერთზე სიტუაციებში უფრო ტექნიკური, მას უნიკალური თვისება აქვს, რომლის მსგავსის პოვნა ამჟამად ჩემპიონატში რთულია“ – იუწყება იტალიური ფეხბურთის ლეგენდის ნათქვამს Pagine Romaniste.
კვარაცხელიამ, რომელიც „ნაპოლიში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, ყველა ტურნირში 36 მატჩი ითამაშა – 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4 პენალტი „გამოიმუშავა“.
ლეაუმ „მილანში“ გამართულ 41 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ლაშა თაბაგარი