რონალდუ მესის: „ჩემი პატივისცემა იმისთვის რასაც არგენტინასთან ერთად მიაღწიე“

0
7

41 წლის კრიშტიანუ რონალდუმ ლეგენდარულ ლიონელ მესის მიმართა, რომელმაც ნაკრებში კარიერა 39 წლის ასაკში დაასრულა.
„ლეო შენი ქვეყნის ღირსებას ამდენი წელი იცავდი და ეს ისტორია სამუდამოდ იცხოვრებს. ჩემი პატივისცემა ყველაფერი იმისთვის, რასაც არგენტინის ნაკრებთან ერთად მიაღწიე“ – დაწერა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.
მესიმ სანაკრებო კარიერა ბუენოს-აირესში ბენინთან 3:0 მოგებული თამაშის მერე დაასრულა, რომელშიც გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა. არგენტინის ნაკრებში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა და 208 მატჩში 126 გოლი გაიტანა, პლუს 70 საგოლე პასი გააკეთა. ის ფეხბურთის ისტორიაში სანაკრებო დონეზე გატანილი ბურთების რაოდენობით მხოლოდ პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდოს (146) ჩამორჩება. მან კარიერის განმავლობაში 46 ნაკრების კარი აიღო.
მესიმ მსოფლიოს ექვს ჩემპიონატზე (2006, 2010, 2014, 2018, 2022, 2026) ითამაშა. მან ერთხელ ოქროს მედალი (2022) მოიგო, ხოლო ორჯერ ვერცხლის მედლებს (2014, 2026) დაეუფლა. იგი 21 გოლით მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეორე ბომბარდირია – პირველი საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი კილიან მბაპეა (22). მესის მუნდიალებზე გაკეთებული საგოლე პასების რეკორდი ეკუთვნის – 12.
მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად ორჯერ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი (2021, 2024) და ასევე ფინალისიმა (2022 წელს არგენტიელებმა ევროპის ჩემპიონი იტალია დაამარცხეს) მოიგო.
ლაშა თაბაგარი