კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრემ სტარტი სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე აიღო, სადაც ქუთაისის „ტორპედომ“ „საბურთალო“ მიიღო და ბევრისთვის მოულოდნელად< თბილისელებმა მეტოქე აშკატად დაჩაგრეს.
მატჩის 26-ე წუთზე მალელმა შეიკნე სილამ შეაყოლა პასი მეტოქის საჯარიმოში მარცხნდან შეჭრილ ოთო მამაგეიშვილ, რომელმაც კარის გასწვრივ გამჭოლი პასი გააკეთა და ბურთი მის ძმა გიზი მამაგეიშვილს მიუვიდა, რომლის დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა – 0:1.
38-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა გიორგი ავაზაშვილმა რეფერი ვიდეოასიტენთან გადამოწმების შემდეგ დაადგინა, რომ სტანდარტულის შესრულების დროს მასპინძლების მცველმა ნიკა სანდოხაძე ხელით დაიჭირა იური ტაბატაძე, რომელიც საბოლოოდ წაიქცა და პენალტი დანიშნა, ხოლო წესის დამრღვევს ყვითელი ბარათი აჩვენა. ტაბატაძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გოლი გაიტანა – 0:2.
ტაიმის მიწურულს ტაბატაძეს დუბლის შესრულება შეეძლო, როდესაც მოედნის ცენტრში მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა – ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა.
ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში ტაბატაძე ფეხებში პორტუგალიელ მცველ პედრო მონტეიროს ჩაუვარდა, რომელმაც მიიჩნია, რომ „საბურთალოს“ კაპიტანმა იუხეშა და მოწინააღმდეგეს ხელი ისეთი ძალი ჰკრა, რომ წააქცია. ის ამისთვის „გააყვითლეს“. სხვათა შორის, ავაზაშვილმა პირველ ტაიმში ორივე გუნდის ფეხბურთელებს 6 ყვითელი ბარათი აჩვენა.
მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი არაბიძე თბილისელთა საჯარმოში მცველთან ორთაბრძოლის დროს წაიქცა და მსაჯმა პენალტი VAR-ზე გადამოწმების მერე დადო. თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა შეასრულა და კუპატაძემ ბურთი მოიგერია, ხოლო დამატებაზე არაბიძემ ძალიან არაზისტად ითამაშა.
მართალია, მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში „ტორპედო“ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლი „საბურთალომ“ გაიტანა. 57-ე წუთზე ომარ თეთრაძის გუნდის კონტრშეტევის დროს გიზი მამაგეიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან პასი საჯარიმოში სილას გაუკეთა, რომელმაც მონტეიროს აჯობა და ბურთი ოთო მამაგეიშვილს დაუგორა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა – 0:3.
76-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შესული სილას სახიფათო დარტყმის შემდეგ, ოთო გოშაძემ „ტორპედო“ კიდევ ერთი გოლის გაშვებისგან გადაარჩინა.
მე-80 წუთზე გიორგი ჯინჯოლავას შორეული დარტყმის მერე, ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
„საბურთალომ“ ზედიზედ მესამედ მოიგო და თითოეულ შეხვედრაში სამ გოლზე ნაკლები არ გაუტანია.
თბილისელებმა 18 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლეს, ხოლო კახა ჩხეტიანის თავკაცობით „ტორპედომ“ 16 ქულა დააგროვა და მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი





