ესპანეთის ეროვნული გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა დავიდ სილვმა საფეხბურთო კარიერის განახლება გადაწყვიტა.
ჰონკონგის კლუბის „სატჰინის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, 40 წლის სილვასთან ხანმოკლე კონტრაქტი გააფორმეს.
ესპანელმა კარიერის დასრულების შესახებ 2023 წელს გამოაცხადა, როდესაც „რეალ-სოსიედადში“ ვარჯიშის დროს მუხლის ჯვარედინი მყესის ტრავმა მიიღო. ის „ვალენსიას“ აღზრდილია და თავის დროზე იჯარით როგორც „ეიბარში“, ასევე „სელტაში“ უთამაშია. სილვა 2010 წელს „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, სადაც 10 სეზონი გამოდიოდა და კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა.
მან მანჩესტერელებთან ერთად ინგლისის პრემიერლიგა 4-ჯერ, ინგლისის ასოციაციის თასი 2-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი 5-ჯერ, ხოლო ინგლისის სუპერთასი 2-ჯერ მოიგო.
სილვამ ეროვნულ გუნდთან ერთად 2008 და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.
ლაშა თაბაგარი





