ლუკა გადრანმა ყაზახეთის სუპერლიგაში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. მე-7 ტურში „აქტობე“, სადაც ქართველი მცველი გამოდის სტუმრად „ტობოლს“ შეხვდა და მატჩი 2:2 დასრულდა.
გადრანმა შეუცვლელად ითამაშა და 69-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ბურთი კარში თავით გადაგზავნა. თუმცა, დარჩენულ დროში მასპინძლებმა 2 ბურთი გაიტანეს და „აქტობემ“ მხოლოდ ქულა აიღო. გადრანმა მე-80 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „აქტობე“ 14 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 29-ე ტურში „ჟილ ვისენტე“ სტუმრად „პორტიმონენსეს“ შეხვდა და 0:1 წააგო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ დამარცხებულთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. „ჟილ ვისენტე“ 31 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზეა.
გიორგი მაკარიძეს ისევ არ უთამაშია „მარიტიმუში“, რომელიც სტუმრად „ფამალიკაოსთან“ 2:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მეკარე სათადარიგო იყო, ხოლო მისი გუნდი მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





