საბა ლობჟანიძემ „ქარაგიუმრუქი“ გადასვლის შემდეგ პირველი საგოლე პასი შეასრულა.
თურქეთის სუპერლიგის 31-ე ტურში „ქარაგიუმრუქი“ სტუმრად გათამაების ლიდერ „გალათასარაის“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასსტარტო შემადგენლობაში მოხვდა და 26-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მასპინძლების მეკარე მუსლერას მიერ ცუდად მოგერიებული ბურთი მკერდით გაიჩერა, რის შემდეგ პასი ბორინის გაუკეთა, რომელმაც „ქარაგიუმრუქი“ დააწინაურა. ოთხ წუთში ბორინიბ დუბლი შეასრულა, ხოლო „გალათასარაიმ“ ერთი ბურთი პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე თერთმეტმეტრიანიდან სერჟიო ოლივეირას დარტყმის შემდეგ გაქვითეს. მასპინძლებიდან მე-80 წუთზე ანგარიში ბოეიმ გაათანაბრა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულ – 3:3. ლობჟანიძე 74-ე წუთზე შეცვალეს. „ქარაგიუმრუქი“ 41 ქულით 19 გუნდში მე-9 ადგილზეა.
ავსტრიის ბუნდესლიგი ზედა ექვსეულში გრაცის „შტურმი“ შინ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ზალცბურგს“ შეხვდა და 0:2 წააგო. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 54-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიში კაპალდომ გახსნა, ხოლო 73-ე წუთზე გრაცელთა კარი „შეშკომ“ აიღო.
„შტურმი“ 30 ქულით მეორე ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ზალცბურგს“.
ლაშა თაბაგარი




