აპოელისა და ქართული ტრიოს წარუმატებლობა გაგრძელდა

0
43

აპოელმა, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, კვიპროსის ჩემპიონატში ლიდერობა დაკარგა. ეს გასაკვირი არაა, რადგან გუნდმა ზედიზედ 5 მატჩი ვერ მოიგო – 4 ფრე და ერთი მარცხი.
ამჯერადა, აპოელი სტუმრად უშუალო კონკურენტ „არისს“ შეხვდა და გუნდები ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ.
საქართველო ნაკრების მცველი ლაშა დვალი და ფორვარდი გიორგი ქვილითაია სტუმრების სასტარტოში იყვნენ – პირველმა შეუცვლელად ითამაშა, მეორემ მოედანი 87-ე წუთზე დატოვა. ბუბა დაუშვილი აპოელის განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
აპოელს 63 ქულა აქვს და ლიდერ „არისს“ ქულით ჩამორჩება.
რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში მოსკოვის „დინამო“ მოქმედ ჩემპიონ „ზენიტს“ ეწვია და 1:3 წააგო. მოსკოველებში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ 58-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო მცველი საბა საზონოვი დისკვალიფიკაციის გამო განაცხადში არ იყო.
ლაშა თაბაგარი