ჩაკვეტაძისა და კაშიას საგოლე პასები „სლოვანში“

0
26

ბრატისლავას „სლოვანის“ შემადგენლობაში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარეს ქართველმა ლეგიონერბმა.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი სლოვაკეთის ჩემპიონატის ზედა ექვსეულში სტუმრად „ჟილინას“ შეხვდა და 4:2 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-5 წუთზე მისი გადაცემის შემდეგ გრინმა ანგარიში გახსნა. 21-ე წუთზე საგოლე პასი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მცველმა გურამ კაშიამ გააკეთა და ჩავრიჩმა სტუმართა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
მასპინძლებმა 35-ე და 51-ე წუთზე გატანილი გოლების წყალობით ანგარიში გაათანაბრეს. თუმცა, იმავე ჩავრიჩისა და უმცროსი ვლადიმირ ვაისის წყალობით „სლოვანმა“ 3 ქულა აიღო.
კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ჩაკვეტაძემ მოედანი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე დატოვა.
„სლოვანს“ 60 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა – ლიდერ „დუნაისკა სტრედას“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი