„ვალენსიამ“ და მამარდაშვილმა მოუგებელი სერია შეწყვიტეს

0
27

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს ესპანეთის ლა ლიგაში მოუგებელი სერია შეწყვიტა.
ზედიზედ ოთხი მოუგებელი (სამი მარცხი და ერთი ფრე) შეხვედრის შემდეგ, რუბენ ბარახას გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად აუტსაიდერ „ელჩესთან“ სამი ქულა აიღო.
პირველი ტაიმის მე-19 წუთზე ედინსონ კავანის პასის შემდეგ ანგარიში სამუელ ლინომ გახსნა. 42-ე წუთზე სამუელ ვერდომ ავტოგოლი მიითვალა და დარჩენილ დროში მეტი ბურთი არ გასულა.
„ვალენსიას“ 30 ქულა აქვს და ისევ გასავარდნ ზონაშია – 20 გუნდში მეთვრამატეა.

ლაშა თაბაგარი