საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი სერბეთის ჩემპიონი გახდა. ბელგრადრის “ცრვენა ზვეზდამ” ოქროს მედლები ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გაინაღდა, ვინაიდან მეორე ადგილზე მყოფ “ბაჩკა ტოპოლას” 23 ქულით ასწრებს. ბელგრადელებმა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდეს.
21 წლის აზაროვმა, რომელიც სერბეთში სადებიუტო სეზონს ატარებს ჩემპიონატში 13-ჯერ (6-ჯერ სასტარტოში) ითამაშა, ხოლო უეფას ევროპა ლიგაში ერთი მატჩი ჩაატარა.
მან კარიერის მანძილზე სერბეთის პირველობის გარდა, თბილისის “დინამოს” და ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გაიმარჯვა.
აზაროვი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც “ცრვენა ზვეზდაში” ითამაშა და სერბეთის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი




