ყაზაიშვილმა „ულსანს“ ქულა გადაურჩინა

0
12

ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში თავისი პირველი ბურთი გაიტანა.
მე-8 ტურში „ულსანი“ შინ „პოჰანგს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 90-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:2 აგებდა ანგარიში გაათანაბრა. მან მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ძლიერი დარტყმით გაიტანა – მიწაზე ასხლეტილი ბურთი ზედა ძელს მოხვდა, რის შემდეგ კარში შევარდა.
30 წლის ყაზაიშვილმა „ულსანში“ მესამე სეზონა ატარებს და პირვე; წელს ჩემპიონატში 9 გოლი მიითვალა. ხოლო შარშან – 8. ის „ულსანთან“ ერთად გასულ სეზონში სამხრეთ კორეის ჩემპიონი გახდა.
ყაზაიშვილის გუნდი 19 ქულით ამ სეზონშიც გათამაშების ლიდერია.
ლაშა თაბაგარი