არდაზიშვილმა ყაზახეთში მეორედ გაიტანა, მაქაცარიამ – პირველად

0
16

რატი არდაზიშვილმა ყაზახეთის პრემიერლიგაში მიჯრით მეორე ტურში თავი გამოიჩინა.
მე-7 ტურში „ჟეტისუმ“, რომელშიც არდაზიშვილთან ერთად მათე ცინცაძე გამოდის სტუმრად „მაქტარაალს“ შეხვდა და 2:1 აჯობა. ორივე ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა და არდაზიშვილმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. „ჟეტისუ“ 7 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ყაზახეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი თამაზ მაქაცარიამ მიითვალა. „ყიზილ-ჟარმა“, სადაც მაქაცარია  და ლუკა იმნაძე გამოდიან, შინ 1:1 ითამააშა „კასპიისთან“, რომლის ღირსებას გიორგი ფანცულაია და ჯაბა ჯიღაური იცავენ.
მაქაცარიამ ანგარიში მე-3 წუთზე თავით გახსნა და 79-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო იმნაძემ მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო და 25-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. სტუმრებში ჯიღაური არ შეუცვლიათ, ფანცულაიამ კი მოედანი 87-ე წუთზე დატოვა.
“ყიზილ-ჟარი” 19 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი