მიქაუტაძის ზედიზედ მეორე დუბლი საფრანგეთში

0
79

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში დუბლი ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა.
32-ე ტურში „მეტცი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გამოდის სტუმრად „სენტ-ეტიენს“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა.
ანგარიში მე-10 წუთზე მიქაუტაძემ გახსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა საბალის პასი მიიღო და ზუსტად დაარტყა. მე-12 წუთზე კოუაომ სტუმრები ორი ბურთით დააწინაურა, ხოლო 26-ე წუთზე მიქაუტაძემ პენალტიდან თავისი მეორე გოლი გაიტანა. ის ლიგა 2-ის ბომარდირთა დავას 19 გოლით ლიდერობს. მან მიმდინარე სეზონში უკვე სამი დუბლი შეასრულა და ერთი ჰეთ-თრიქი. მასპინძლებიდან ერთი ბურთი 37-ე წუთზე ნკუნკუმ გაქვითა.
„მეცმა“ 58 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა და 2 ქულით ასწრებს ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“, რომელიც ორშაბათს სახლში „გრენობლს“ შეხვდება.

ლაშა თაბაგარი