„ვილიარეალი“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, ესპანეთის ლა ლიგის მე-8 ტურში სტუმრად მადრიდის „რეალს“ შეხვდა და 0:1 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტოში ვერ მოხვდა და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო.
უგოლო პირველი ტაიმის მერე, 62-ე წუთზე ვალვერდემ „ვილიარეალის“ საჯარიმოში კარგი პასი გაუკეთა დიომანდეს, რომელმაც მადრიდელთა მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
71-ე წუთზე ბელინგემი სტუმართა ნახევარზე მცველს კარგად გაცდა და საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა პასი ვინისიუს ჟუნიორს გაუკეთა, რომელმაც მეტოქის კარი აიღო. თუმცა, არბიტრმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ბრაზილიელი როდესაც მეტოქის საჯარიმოსკენ გარბოდა, მოედნის ცენტრში „ვილიარეალის“ ფეხბურთელ სალიბა ხელი თმაში წაავლო, რის გამო წითელი ბარათი მიიღო.
88-ე წუთზე მიქაუტაძეს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, როდესაც „რეალის“ საჯარიმოში მიიღო ბურთი, გაისწორა და მარცხენა ფეხით დაარტყა, მაგრამ კურტუამ დამაჯერებლად ითამაშა. „ვილიარეალს“ 8 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





