ლობჟანიძემ გოლების რაოდენობა სამამდე გაზარდა

0
1

საბა ლობჟანიძემ, რომელიც „რეალ სოლტ ლეიკს“ ზაფხულში შეუერთდა, მიმდინარე სეზონში MLS-ში მესამე გოლი მიითვალა.
მორიგი ტურში „რეალ სოლტ ლეიკი“ „ფილადელფიას“ ესტუმრა და 1:2 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის 31-ე წუთზე მასპინძლები დამიანიმ დააწინაურა, ხოლო 83-ე წუთზე სტუმართა კარი ილოსკიმ აიღო. ძირითადი დროისთვის დამატებულ მე-7 წუთზე დე ფუჟროლის კარგი პასის მერე, ლობჟანიძე მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა და ერთი ბურთი გაქვითა. მან ამ სეზონში MLS-ში ჩატარებულ 13 შეხვედრაში ასევე 3 საგოლე პასი გააკეთა. „რეალ სოლტ ლეიკი“ 32 ქულით 15-გუნდიან დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი