თბილისის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი მატჩი წააგო. მე-9 ტურის პირველი სათამაშო დღე გორში დასრულდა, სადაც დინამოელებმა თანაქალაქელ „საბურთალოს“ უმასპინძლეს და პირველი წრი მოგების შანსი ხელიდან გაუშვეს.
პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც ლევან ნონიკაშვილმა კონგოელ ფრენსის ნზაბასთან ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა და დეუფლა, რასაც დარტყმაც მიაყოლა.
შეხვედრის 23-ე წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილმა საუცხოო „დაფარული“ პასი მისცა „საბურთალოს“ საჯარიმოში გახსნილ სერბ ზორან მარუშიჩს, რომელმაც ერთი შეხებით მარცხენა ფეხით „ცხრიანში“ გაიტანა – 1:0.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ანგარიშის გახსნის შემდეგ ცოტა ხანში კიდევ უფრო დაწინაურება შეეძლო – ჯერ იმრანის დარტყმული ბურთი მოხვდა ხარიხას, შემდეგ კი კამარას გადაცემით ვერ ისარგებლა მოისწრაფიშვილმა, რომელსაც კუპატაძემ ფეხით აუღო.
„საბურთალო“ მეტოქის ნახევარზე იშვიათად გადადიოდა და ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში ოთარ მამაგეიშვილის სახიფათოდ დარტყმული ბურთი ლუკა კუტალაძემ უკუაგდო,
ტაიმის მიწურულს მარჯვენა ფლანგიდან თორნიკე კირკიტაძის გადაცემის შემდეგ ცოტნე კაპანაძემ ბურთი უხეიროდ მოიგერია და გვინეელი უსმანე კამარას დარტყმის შემდეგ კუპატაძემ „საბურთალო“ კიდევ ერთი გოლის გაშვებისგან იხსნა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მარჯვნიდან გიზო მამაგეიშვილის გადაცემის შემდეგ მალელმა შეიკნე სილამ თავით დაარტყა და ბურთს კუტალაძე დაეუფლა. 55-ე წუთზე იმავე მამაგეიშვილის მარჯვნიდან ჩაწოდების შემდეგ კარიდან გამოსული კუტალაძე ბურთი მოგერიების დროს შეცდა და იური ტაბატაძემ „მაკრატელათი“ ანგარიში გაათანაბრა.
საპასუხო ბურთის გატანიდან მცირე ხანში მარცხნიდან კომახიძის პასის მერე, ოთარ მამაგეიშვილმა ბურთი „დინამოს“ საჯარიმოს ხაზთან მიიღო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა.
მე-60 წუთზე მარცხენა ფლანგიდან მოისწრაფიშვილის გადაცემის მერე, იმრანი კომახიძეს გაცდა და ბურთი კარიდან გამოსულ კუპატაძესაც ააცილა, მაგრამ სტუმრები გოლის გაშვებისგან ჯგერენაიამ გადაარჩინა.
68-ე წუთზე ჯიმი ტაბიძემ ვარდნაში შეიკნე სილა წააქცია, რომელიც კუტალაძესთან პირისპირ გადიოდა და მთავარმა მსაჯმა გიორგი კიკაჩეიშვილმა „დინამოს“ მცველი გააძევა.
„საბურთალომ“ ჯარიმა საუცხოოდ გაითამაშა – ცოცხალ „კედელში“ მდგომი „დინამო“ ყველა ფეხბურთელი ელოდებოდა, რომ კარში დაარტყამდა ტაბატაძე, რომელმაც პასი გიზო მამაგეიშვილს გაუკეთა, რომლის დარტყმული ზუსტი აღმოჩნდა – 2:1.
ამის შემდეგ, იმრანმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი საბურთალოელთა კართან ჩაჰკიდა და ახლო მანძილიდან გაბრიელ სიგუას თავურის მერე, კუპატაძემ თავისი გუნდი მეორე გოლისგან იხსნა.
შეხვედრის მიწურულს სხირტლაძის კარგი პასით კირკიტაძემ ვერ ისარგებლა, რომლის დარტყმული ახლო მანძილიდან კუპატაძემ გაანეიტრალა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მეორე წუთზე ციცქიშვილმა მოედნი ცენტრში ბურთი იმრანს აართვა და გამოზომილი პასით კუტალაძესთან პირისპირ შეიკნე სილა გაიყვანა, რომელიც კარიდან წინ გამოსულ „დინამოს“ მეკარეს გაცდა და საბოლოოს ანგარიში დააფიქსირა – 1:3.
“დინამო” 20 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ბათუმელებს ქულით ჩამორჩება. ომარ თეთრაძის ხელმძღვანელობით “საბურთალომ” 15 ქულა დააგროვა და მეოთხეა.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გორის „დილა“ სტუმრად წვიმისგან ძალიან „დამძიმებულ“ მოედანზე „თელავს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. მატჩის მე-7 წუთზე ნიკოლა ყიფიანმა თავისი ნახევრდიდან ბურთიანად გვარიანი მანძილი ირბინა, ხოლო მეტოქის საჯარიმოში შესული ერთ მცველს გაცდა და დაარტყა – უკრაინელი მეკარე ევგენ კუჩერენკოს შეცდომის შემდეგ ანგარიში გაიხნა.
30-ე წუთზე ბარბადოსელი ტიერი გეილი თელაველთა საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და პასი გააკეთა – მოედნის წინ არსებულ გუბეში ბურთი გაჩერდა, რომელიც კარში სენეგალელმა ონორე გომისმა შეაგდო.
54-ე წუთზე რევაზ ჩიტეიშვილმა მოედნის ცენტრში მოინააღმდეგეს ბურთი აართვა და პასი ვარდან მინასიანის გუნდის საჯარიმოში გახსნილ გეილის გადააოდა რომელმაც კარიდან გამოსულ მეკარეს დაასწრო და ვარდნაში გაიტანა – 1:2. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე სტუმართა კარი თავურით ვაჟა ფაცაციამ აიღო და სომეხი ვარდან მინასიანი ხელმძღვანელობით თელაველებმა პირველი ქულა მოიპოვეს.
„დილა“ 11 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო „თელავი“ მინასიანის თავკაცობით ზედიზედ 4 თამაშის წაგების შემდეგ 6 ქულით მეშვიდეა.
| 1. | დინამო ბთ |
9 | 12 | 21 | |
| 2. | დინამო თბ |
9 | 9 | 20 | |
| 3. | ტორპედო |
9 | 6 | 16 | |
| 4. | საბურთალო |
9 | 6 | 15 | |
| 5. | სამგურალი |
8 | 1 | 13 | |
| 6. | დილა |
9 | -1 | 11 | |
| 7. | შუქურა |
8 | -5 | 6 | |
| 8. | თელავი |
9 | -8 | 6 | |
| 9. | გაგრა |
8 | -10 | 5 | |
| 10. | სამტრედია |
8 | -10 | 4 |
ლაშა თაბაგარი

დინამო ბთ
დინამო თბ
ტორპედო
საბურთალო
სამგურალი
დილა
შუქურა
თელავი
გაგრა
სამტრედია


