კილიან მბაპე საფრანგეთის ლიგა 1-ში პსჟ-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
31-ე ტურში პსჟ-მ „ლანსი“ 3:1 დაამარცხა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ერთი გოლი გაიტანა.
24 წლის ფეხბურთელი პარიზელთა რიგებში 2018 წლიდან გამოდის და საფრანგეთის ჩემპიონატში მეტოქეთა კარი 139-ჯერ აიღო. მან ურუგვაელი ედინსონ კავანის რეკორდი ერთი ბურთით გააუმჯობესა.
მან პსჟ-ში ყველა ტურნირში ჩატარებულ 253 შეხვედრაში 203 გოლი მიითვალა.




