კაკაბაძემ სახლში მოიგო, გაგნიძე სასტარტოში ვერ მოხვდა

0
47

პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში „კრაკოვიამ“, რომელშიც ოთარ კაკაბაძე გამოდის, რადომის „რადომიაკი“ მიიღო და 3:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მისი გუნდი 38 ქულით მე-7 პოზიციაზეა.
ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე ამჯერად მოსკოვის „დინამოს“ სასტარტო შემადგნელობაში ვერ მოხვდა. რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში მოსკოველებმა „ნიჟნი ნოვგოროდი“ მიიღეს და 3:1 გაიმარჯვეს. მასპინძლების სასტარტოში საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი იყო, რომელიც პირველი ტაიმის მერე შეცვალეს, ხოლო კაკაბაძე მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა. „დინამო“ 39 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
„ანკარაგუჯუ“ თურქეთის სუპერლიგის 29-ე ტურში „ფენერბაჰჩეს“ ესტუმრა და 1:2 წააგო. გიორგი ბერიძე ანკარელთა განაცხადში ვერ მოხვდა.
ლაშა თაბაგარი