მოსკოვის „დინამოს“ მცველმა საბა საზონოვმა sport24.ru-სთან ინტერვიუში განმარტა თუ რატომ დათანხმდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშზე.
-სექტემბერში საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტე და ამ ფაქტმა აჟიოტაჟი გამოიწვია. მანამდე განაცხადა, რომ შენთვის პრიორიტეტი რუსეთია. საბოლოოდ ასეთი არჩევანი რატომ გააკეთე?
-ერთს ვიტყვი – არჩევანი ოჯახთან ერთად გავაკეთე, ხოლო კითხვა არცთიუ სწორადაა დასმული. როდესაც არჩევანს აკეთებ, ამ დროს გეკითხებიან – რატომ?
ფაქტია, რომ ორი სამშობლო მაქვს და ბავშვობიდან ორი ქვეყნის მოქალაქე ვარ. ჩემთვის საქართველო დედაა, ხოლო რუსეთი – მამა. მშობლებს შორის არჩევანს არასოდეს აკეთებენ“ – განაცხადა საზონოვმა.




