„ლივერპული“ მზადაა კვარაცხელიაში 130 მილიონი გადაიხადოს

0
29

ინგლისის „ლივერპულს“ საქართველო ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს, იუწყება fichajes.com.
„ლივერპული“ მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ნაპოლის“ 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო გადაუხადოს.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირში 33 მატჩი ჩაატარა და 14 გოლის გატანის გარდა, 14 საგოლე პასი გააკეთა, ასევე 4 პენალტი გამოიმუშავა. მას იტალიის ჩემპიონატის ამჟამინდელ ლიდერთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი