ვილია სანიოლს მიაჩნია, რომ “მეცის” ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ მისი სიტყვები სწორედ გაიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამი შესახებ ბათუმი დღეს მონღოლეთთან გასამართ ამხანაგურ მატჩამდე პრესსკონფერენციაზე განაცხადა.
ვილი სანიოლი: “ახლო წარსულში გიორგი მიქაუტაძეზე და მის თამაშზე გარკვეული კომენტარი გავაკეთე. ვფიქრობ, მან სწორად გაიგო ჩემი სიტყვები. ერთი წლის განმავლობაში პროგრესირებს და დროა ეროვნულმა ნაკრებმა მისი კარგი სათამაშო ფორმისგან სარგებელი მიიღოს. შესაძლოა, ის ტიპიური 9 ნომერი არ არის, თუმცა საკმაოდ ძლიერი და სწრაფია.
მას შეუძლია ითამაშოს თავდასხმაში, შესაძლოა, არა ერთადერთ ფორვარდად, არამედ სხვა მოთამაშეებთან წყვილში. მოახლოებულ შეხვედრებში, ექნება შესაძლებლობა მაჩვენოს მე და მთელ საქართველოს, რამდენად უკეთესი გახდა ამ წლის განმავლობაში.
ლუკა გუგეშაშვილი ადრეც იყო ჩვენთან ერთად, თუმცა იმ დროს კარგი ფორაში არ იმყოფებოდა. მისმა ბოლოდროინდელმა პროგრესმა დამარწმუნა, რომ კიდევ ერთ შანსს იმსახურებს. მან გვაჩვენა, რომ სრულიად განსხვავებული მეკარეა. ვფიქრობ, კარგი პერიოდი აქვს და, ასე თუ გააგრძელებს, მომავალში მზად იქნება ნაკრებს დაეხმაროს. რამდენიმე თვის წინ, ლორია იყო პირველი ნომერი, თუმცა მამარდაშვილმა და კუპატაძემაც მიიღეს სათამაშო დრო. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, საქართველოს ნაკრების კარს გიორგი ლორია დაიცავს და ის ჩვენი გუნდის კაპიტანი იქნება”.
